თურქეთმა ნატოსთან ერთობლივი წვრთნები დაბლოკა

თურქეთმა ნატოსთან სამხედრო წვრთნები და ზოგიერთი სხვა პროექტები დაბლოკა. ეს ფაქტი ანკარასა და ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანას შორის დიპლომატიური სკანდალის პარალელურად მოხდა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
ეს ინფორმაცია ავსტრიის თავდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა. ამ უწყების წარმომადგენლის თქმით,  ეს ქმედებები მიმდინარე მისიებზე ვერ იმოქმედებს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, ამან შეიძლება, პრობლემები შექმნას.
ნატოს ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ თურქეთის კონსტიტუციაზე დაგეგმილი რეფერენდუმის შემდეგ, რომელზეც პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდის საკითხი უნდა გაიტანონ, ევროკავშირი-თურქეთის და ნატო-თურქეთის ურთიერთობები დალაგდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები