ბანგლადეშში ოთხი ისლამისტი „ბოევიკი“ მოკლეს

ბანგლადეშში სპეცოპერაციის დროს, ოთხი ისლამისტი “ბოევიკი“ მოკლეს. პოლიცია ვარაუდობს, რომ ეს პირები ტერორისტულ თავდასხმებთან არიან დაკავშირებულნი. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, სპეცოპერაციის დროს ორი პოლიციელი დაიჭრა. ტერორისტებმა მათ ხელყუმბარები დაუშინეს.
სპეცოპერაცია ქალაქ ჩიტაგონგში, ბანგლადეშის დედაქალაქ დაკადან 200 კილომეტრში ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები