ჰოლანდიაში საპარლამენტო არჩვენებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა

ევროპა მიესალმება ჰოლანდიაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, სადაც მმართველმა მემარჯვენე ცენტრისტულმა „სახალხო პარტიამ“ გაიმარჯვა.  პარტიის ლიდერი პრემიერ-მინისტრი მარკ რიუტეა. ამის შესახებ “ბი ბი სი“ იუწყება.
რიუტეს პარტიამ ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიას“ აჯობა და მთავრობის დაკომპლექტების უფლება მოიპოვა.
მარკ რიუტეს უკვე მიულოცეს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა და გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა. ოლანდმა ამ ფაქტს “ექსტრემიზმზე გამარჯვება“ უწოდა.
ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრი და გამარჯვებული პარტიის ლიდერი კი ამ ფაქტს „მავნე პოპულიზმზე გამარჯვებას“ უწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები