რუსეთში მომხდარ ავტოავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთის ლენინგრადის ოლქში მომხდარ ავტოავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა და 20 დაშავდა. ავტობუსი, რომელიც პეტერბურგიდან ფინეთში მიდიოდა, ქალაქ ვიბორგის მახლობლად ამობრუნდა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი მოყინული გზა გახდა. ავტობუსში რუსეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები