რუსეთის უშიშროების სამსახურის თანაშრომლებს Yahoo-ს სერვერებზე კიბერშეტევაში ადანაშაულებენ

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ რუს ჰაკერებს, მათ შორის რუსეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებს Yahoo-ს სერვერებზე კიბერშეტევაში ოფიციალურად წაუყენა ბრალი. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
რამდენიმე თვის წინ ინტერნეტკომპანიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვით მისი სერვერებიდან 500 მილიონი მომხმარებლის პირადი მონაცემები მოიპარეს. Yahoo-ს წარმომადგენლებმა მაშინ განაცხადეს, რომ შეტევის უკან, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ქვეყნის მთავრობა დგას.
ჰაკერებმა ელექტრონული მიმოწერა, მომხმარებელთა სახელები, მა დაბადების თარიღები, ტელეფონის ნომრები და პაროლები მოიპარეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები