ჰავაის შტატის სასამართლომ დონალდ ტრამპის ახალი ბრძანებულება გააუქმა

აშშ-ის ჰავაის შტატის სასამართლომ დონალდ ტრამპის ახალი საიმიგრაციო ბრძანებულება გააუქმა. ის ექვსი ქვეყნის მოქალაქეებს  აშშ-ში ჩასვლას უკრძალავდა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ჰავაის შტატის მოსამართლემ, დერიკ უორტონმა ბრძანებულება ძალაში შესვლამდე რამდენიმე საათით ადრე გააუქმა. თავის მხრივ, ტრამპმა მოსამართლე უფლებამოსილების გადამეტებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ის ამ გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.
ტრამპის ახალი ბრძანებულება ხუთშაბათს დილით უნდა შესულიყო ძალაში. ის 90 დღით ექვსი ქვეყნის ირანის, იემენის, ლიბიის, სირიის, სომალის და სუდანის მოქალაქეებს აშშ-ში ჩასვლას უკრძალავდა. ასევე, შეერთებულ შტატებში 120 დღის განმავლობაში ლტოლვილების მიღებაც ინდა შეწყვეტილიყო.
ამ ბრძანებულების მიღება ტრამპმა ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებით ახსნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები