ავსტრიის სამთო-სათხილამურო კურორტზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად სამი მოთხილამურე დაიღუპა

ავსტრიის სამთო-სათხილამურო კურორტზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ადგილობრივი პოლიციიის ინფორმაციით, ზვავმა 8 მოთხილამურე მოიყოლა. ოთხმა თოვლიდან ამოსვლა დამოუკიდებლად მოახერხა, ხოლო ერთი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ალპებში წელს ზვავი რამდენჯერმე ჩამოწვა, რასაც ადამიანების დაღუპვა მოჰყვა. ყველაზე მეტი ადამიანი – 29, იტალიის მაღალმთიან კურორტზე დაიღუპა, სადაც ზვავის ქვეშ  სასტუმრო   Rigopiano აღმოჩნდა. მაშველებმა 11 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები