გერმანიის ფინანსთა სამინისტროში ბომბი აღმოაჩინეს

ბერლინის პოლიციის ინფორმაციით, საეჭვო ნივთი, რომელიც ფინანსთა სამინისტროს შენობაში იპოვეს და რომლის გამოც შენობის ევაკუაცია მოხდა, ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოჩნდა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ბომბი თვითნაკეთი იყო. ის ისე იყო დამზადებული, რომ  ადამიანს დააზიანებდა, ვინც შეფუთულ ბომბს გახსნიდა.
ამჟამად პოლიცია იძიებს თუ ვის შეეძლო შეეტანა ასაფეთქებელი მოწყობილობა ფინანსთა სამინისტროს შენობაში და აქვს თუ არა ამ ფაქტს კავშირი ტერორიზმთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები