რომის პაპი: ვინც ხალხს უმუშევრად ტოვებს და მათ პრობლემებს არ ითვალისწინებს, დიდ ცოდვას ჩადის
რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ ბიზნესმენები, რომლებიც ხალხს უმუშევრად ტოვებენ და მათ პრობლემებს არ ითვალისწინებენ, დიდ ცოდვას ჩადიან. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
„სამსახური ჩვენ საკუთარი ღირსების შეგრძნებას გვაძლევს. ვინც ამაზეა პასუხისმგებელი, ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ადამიანებს შეეძლოთ მუშაობა, რათა მაღლა აწეული თავებით სიარული შეძლონ და სხვა ადამიანებს თვალებში უყურონ“, – განაცხადა ფრანცისკემ წმინდა პეტრეს მოედანზე ყოველკვირეული ქადაგებისას.