დამასკოში ორი აფეთქების შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა
სირიის დედაქალაქ დამასკოში ორი თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქების შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი” იუწყება.
ეს მეორე მასშტაბური ტერაქტის სირიის დედაქალაქში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში.
ამ ინფორმაციის მიხედვით, პირველი აფეთქება იუსტიციის სახლთან, ძველი ქალაქის მახლობლად მოხდა. მეორე აფეთქება კი, ალ-რაბვეს რაიონში, ერთ-ერთი რესტორნის სიახლოვეს.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.