ლუკაშენკო: თუ ევროკავშირი დაიშალა, ამას შეიძლება უბედურება მოჰყვეს
ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ის გაერთიანებულ ევროპას მხარს უჭერს და მასთან სათანამშრომლოდ მზად არის. ამის შესახებ ლუკაშენკომ ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრთან დიდიე რეინდერსომთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
„მე კატეგორიულად მხარს ვუჭერ ევროკავშირის შენარჩუნებას. მხარს ვუჭერ მრავალპოლუსურ სამყაროს. ევროკავშირი კი ჩინეთთან და აშშ-სთან ერთად პლანეტის უმნიშვნელოვანესი დასაყრდენია. თუ ის გაქრება, ამას შეიძლება უბედურება მოჰყვეს“, – განაცხადა ბელორუსიის პრეზიდენტმა.
ამასთან ერთად ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ის ორმაგი სტანდარტების წინააღმდეგია, რაც ევროკავშირს ზოგჯერ სჩვევია.
ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი მინსკში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.