ევროპარლამენტარს, რომელმაც ქალებს ჭკუასუსტები უწოდა, ხელფასი დაუქვითეს

ქალების უჭკუობაზე განცხადებების ავტორ ევროპარლამენტის პოლონელ დეპუტატს, იანუშ კორვინ მიკეს ერთი თვის ხელფასი დაუქვითეს. ამის შესახებ გამოცემა “PAP” -ი იუწყება.
გარდა ამისა, პოლონელ დეპუტატს 10 დღით სადეპუტატო უფლებამოსილება ჩამოერთვა. ერთი წლის განმავლობაში კი მას საერთაშორისო ფორუმებზე ევროპარლამენტის სახელით გამოსვლა აეკრძალა.
ცნობისთვის, 1-ელ მარტს, მამაკაცებსა და ქალებს შორის ხელფასის სხვაობის საკითხის განხილვისას, კორვინ მიკემ განაცხადა, რომ ქალს ხელფასი უფრო დაბალი უნდა ჰქონდეს, ვინაიდან, მისი თქმით, „ქალები მამაკაცებზე უფრო სუსტები, პატარები და ნაკლებად ჭკვიანები არიან”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები