იემენში არაბული კოალიციის ავიადარტყმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა

არაბული კოალიციის ავიადარტყმის შედეგად იემენში 12 ამბოხებული ჰუსიტი დაიღუპა. ეს ფაქტი იემენის დედაქალაქ სანას მახლობლად დაფიქსირდა.
იემენის სამთავრობო ძალები იუწყებიან, რომ მათ ბოლო დღეებში ნიჰმის პროვინციაში მნიშვნელოვან სამხედრო წარმატებებს მიაღწიეს.
ცნობისთვის, იემენში 2014 წლის შემდეგ სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. მას ათასობით ადამიანი ემსხვერპლა. გაეროს ინფორმაციით, ამ ქვეყანაში 10 მილიონ ადამიანს შიმშილი ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები