სომალელმა მეკობრეებმა გატაცებული გემის სანაცვლოდ, გამოსასყიდი მოითხოვეს

სომალელმა მეკობრეებმა რომლებმაც ქვეყნის სანაპიროსთან გემი გაიტაცეს, მისი გათავისუფლების სანაცვლოდ გამოსასყიდი მოითხოვეს. ამის შესახებ “ბი ბი სი“ იუწყება. ეს გემის გატაცების პირველი შემთხვევაა სომალის სანაპიროსთან ბოლო 5 წლის განმავლობაში.
გამოსასყიდის ოდენობა არ სახელდება. მეკობრეებმა ტანკერი „არის 13“ ეკიპაჟთან ერთად გაიტაცეს, რომელიც შრი-ლანკის მკვიდრებით არის დაკომპლექტებული.
ტანკერს საწვავი ჯიბუტიდან მოგადიშოში მიჰქონდა. სომალის სანაპიროსთან გემს მეკობრეების 20 -კაციანი ​ ჯგუფი თავს დაესხა და გაიტაცა.
ბოლო დროს ევროკავშირის ძალების ჩარევის შემდეგ ამ რეგიონში გემების გატაცება პრაქტიკულად აღარ ხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები