სირიაში ავიადარტყმის დროს 9 ადამიანი დაიღუპა
სირიის იდლიბის პროვინციაში, ავიადარტყმის დროს, 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვებიც არიან. ამის შესახებ სააგენტო “როიტერს“ სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრში აცნობეს.
ცენტრის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ავიადარტყმა რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა განახორციელეს.
იდლიბს ამჟამად ამბოხებულები აკონტროლებენ.