სასამართლომ შაქრო კალაშოვი პატიმრობაში დატოვა

მოსკოვის ტვერის რაიონის სასამართლომ ცნობილი „კანონიერი ქურდი“ შაქრო კალაშოვი, მეტსახელად “შაქრო მალადოი” პატიმრობაში დატოვა. ამის შესახებ „ნოვაია გაზეტას“ სასამართლოს პრესსამსახურში აცნობეს.
სასამართლომ გამოძიების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და განსასჯელი პატიმრობაში 15 ივნისამდე დატოვა. „შაქრო მალადოის“ გარდა, პატიმრობაში დატოვეს ასევე გარსონ გამიდოვი, ნიკოლაი ნიკოლაევი და საველი გონოვიჩევი.
შაქრო კალაშოვი გასული წლის ივნისში დააკავეს. ის ერთ-ერთი რესტორნის მეპატრონისგან 8 მილიონი რუსული რუბლის გამოძალვაშია ბრალდებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები