ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ ჰაკერს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

„ისლამური სახელმწიფოს“ ჰაკერს ერაყის დედაქალაქ ბაღდადის სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ამის შესახებ გამოცემა Shafaq News იუწყება.
როგორც სასამართლოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა აბდელ სათარ ბეირაქდარმა განაცხადა, ეს პირი „ისლამურ სახელმწიფოში“ შემავალ დაჯგუფებაში „ხალიფატის ელექტრონული არმიის“ შემადგენლობაში შედიოდა. „აღნიშნულ პირს სიკვდილით დასჯა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კანონმდებლობის ფარგლებში მიესაჯა. ბრალდების მხარემ სასამართლოს საკმარისი მტკიცებულებების მიაწოდა“ – განაცხადა ბეირაქდარმა.
„ხალიფატის ელექტრონული არმიის“ ერთ-ერთი მიზანი სოციალურ ქსელებში  – ტვიტერსა და ფეისბუქში “ისლამური სახელმწიფოს“ რადიკალური იდეოლოგიის გავრცელება იყო, ასევე ჰაკერული თავდასხმების განხორციელება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები