ავღანეთში სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიჭრა

სამი ამერიკელი ჯარისკაცი ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი აფეთქების დროს დაიჭრა. თავდასხმა სამხედროებზე ნანგარჰარის პროვინციაში მოხდა.
ჯელალაბადის მახლობლად, გზის პირას დამონტაჟებული ნაღმის აფეთქების დროს, სამი ამერიკელი სამხედრო დაიჭრა. მათ სათანადო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს“, – აცხადებენ აშშ-ის სამხედრო მეთაურობის წარმომადგენლები.
ნანგარჰარის პროვინცია ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ადგილია ავღანეთში, აქ ხშირია შეიარაღებული დაპირისპირება ავღანეთის უსაფრთხოების ძალებსა და მოძრაობა „თალიბანს“ შორის. ამ რეგიონში „ისლამური სახელმწიფოს“ “ბოევიკებიც“ მოქმედებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები