ევროპის სასამართლომ სამსახურში მუსლიმანური ტანსაცმლის აკრძალვა კანონიერად ცნო

ლუქსემბურგის ევროპის სასამართლომ დადგინა, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე დამსაქმელებს სამსახურში მუსლიმანური ტანსაცმლის ტარების კრძალვა შეუძლია. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ევროპის სასამართლო ევროკავშირის უმაღლესი სასამართლო ინსტანციაა. მისი გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.  ეს სამუშაო ადგილზე რელიგიურ ატრიბუტიკასთან  დაკავშირებით სასამართლოს პირველი გადაწყვეტილებაა.
“შიდა განაწესი, რომელიც პოლიტიკური, რელიგიური ან ფილოსოფიური შეხედულებების ასახვას კრძალავს, პირდაპირი დისკრიმინაცია არ არის“ – წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლომ ამ საკითხის განხილვა ბელგიის მოქალაქის, სამირა აშბიტის სარჩელის შემდეგ დაიწყო. ის ერთ-ერთ ბელგიურ კომპანიაში მდივნად მუშაობდა და შემდეგ თავსაბურავის ტარების გამო სამსახურიდან დაითხოვეს. აშბიტმა ჩათვალა, რომ მისი უფლებები დაირღვა და სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები