სომხეთის პრეზიდენტი მოსკოვში ჩაფრინდა
სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი დღეს მოსკოვში ჩაფრინდა. სარგსიანი რუსეთის პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს უნდა შეხვდეს. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.
კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მოსკოვში სარგსიანის ვიზიტის დროს განიხილება ორმხრივი ურთიერთობების საკითხები და რეგიონული თანამშრომლობის პერსპექტივები.