თურქეთმა ნიდერლანდებთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა

თურქეთი იძულებულია ნიდერლანდებთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტოს. ამის შესახებ თურქეთის ვიცე-პრემიერმა, ნუმან კურტულმუშმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ თურქეთმა,  შესაძლოა, ევროკავშირთან მიგრანტების საკითხზე მიღწეულ  შეთანხმებას გადახედოს.
„ჩვენ ზუსტად ისე მოვექცევით მათ, როგორც ისინი მოგვექცნენ ჩვენ. თურქეთში ნიდერლანდების დიპლომატებს ჩასვლის უფლებას არ მივცემთ, ასევე, არ მივცემთ ჩვენი საჰაერო სივრცის გამოყენების საშუალებას. ვინც ეს კრიზისი შექმნა, მასზეც ის არის პასუხისმგებელი“, – განაცხადა კურტულმუშმა.
ცნობისთვის, 11 მარტს ნიდერლანდების ხელისუფლებამ ქვეყანაში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი  მევლუთ ჩავუშოღლუ და სოციალურ საკითხთა მინისტრი ფატიმა ბეთიულ საიან კაია არ შეუშვა.
პოლიტიკოსები როტერდამში ჩასვლას და იქ თურქული დიასპორის მიერ ორგანიზებულ მიტინგში მონაწილეობას გეგმავდნენ, რომელიც თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდასაჭერად ტარდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები