თურქეთში ჰოლანდიის დროშის ნაცვლად საფრანგეთის დროშა დაწვეს (ვიდეო)
თურქეთის ქალაქ სამსუნში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა შეცდომით, ჰოლანდიის დროშის ნაცვლად, საფრანგეთის დროშა დაწვეს. ამის შესახებ გამოცემა “Ruptly” იუწყება.
ანკარასა და ამსტერდამს შორის ბოლო დღეებში დიპლომატიური სკანდალი გამწვავდა. 11 მარტს ნიდერლანდების ხელისუფლებამ ქვეყანაში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – მევლუთ ჩავუშოღლუ და სოციალურ საკითხთა მინისტრი ფატიმა ბეთიულ საიან კაია არ შეუშვა.
პოლიტიკოსები როტერდამში ჩასვლას და იქ თურქული დიასპორის მიერ ორგანიზებულ მიტინგში მონაწილეობას გეგმავდნენ, რომელიც თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდასაჭერად ტარდებოდა.
მინისტრებისთვის ჰოლანდიაში ჩასვლაზე უარის შემდეგ, ანკარა ამსტერდამს ეკონომიკური სანქციებითაც დაემუქრა.