ლორდთა პალატამ „ბრექსიტის“ კანონს მხარი დაუჭირა 

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ლორდთა პალატამ მხარი დაუჭირა „ბრექსიტის“ კანონპროექტს, რომელიც ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის დაწყებას ნიშნავს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
კანონპროექტის მიხედვით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს უფლება ეძლევა, ევროკავშირიდან გასვლის პროცედურები განახორციელოს, რასაც 2016 წლის ივნისში ჩატარებულ რეფერენდუმზე დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის უმეტესობამ მხარი დაუჭირა.
მთავრობამ პარლამენტში კანონპროექტი იანვრის ბოლოს შეიტანა. ტერეზა მეი მის მიღებას უცვლელად მოითხოვდა. თემთა პალატამ კანონპროექტს უცვლელად დაუჭირა მხარი, მაგრამ ლორდთა პალატამ მასში გარკვეული ცვლილებები შეიტანა.
ერთ-ერთი ცვლილების მიხედვით,  ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ, ამ ორგანიზაციის მოქალაქეებს დიდ ბრიტანეთში ცხოვრების და მუშაობის უფლება ეძლევათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები