ტრამპი ერთი წლის ხელფასს ქველმოქმედებაზე დახარჯავს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ერთი წლის ხელფასს ქველმოქმედებაზე დახარჯავს. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შონ სპაისერმა განაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტის ყოველწლიური ხელფასი 400 ათას დოლარს შეადგენს.
ტრამპს ადრე ხშირად აკრიტიკებდნენ, რომ ის ქველმოქმედებაზე პრაქტიკულად არაფერს ხარჯავდა.
ჟურნალ „ფორბსის“ ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ქონება 2016 წელს 3,7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა.