ევროკავშირი – თუ შოტლანდიას გაერთიანებაში შესვლა სურს, მან რიგი უნდა დაიცვას

თუ შოტლანდიას დიდი ბრიტანეთიდან გასვლა და ევროკავშირში გაწევრიანება სურს, მან რიგი და შესაბამისი პროცედურები უნდ დაიცვას. ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარგარიტის შინასმა განაცხადა.
ცნობისთვის, შოტლანდიის პირველმა მინისტრმა ნიკოლა სტერჯენმა დღეს განაცხადა, რომ ქვეყნის პარლამენტს მიმართავს, რათა შოტლანდიის დამოუკიდებლობის საკითხზე განმეორებითი რეფერენდუმი ჩატარდეს. ეს საკითხი ევროკავშირიდან შოტლანდიის გასვლის შემდეგ გახდა აქტუალური.
კანონის მიხედვით, რეფერენდუმის ჩატარების შესახებ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში შეტანილ განცხადებამდე სტერჯენმა შოტლანდიის პარლამენტის ნებართვა უნდა მიიღოს. შოტლანდიის პირველი მინისტრის ნიკოლა სტერჯენის განცხადებით, მას რეფერენდუმის ჩატარება 2018 -2019 წლებში სურს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები