ავაკოვის მრჩეველი უკრაინაში სიკვდილით დასჯის აღდგენის ინიციატივით გამოდის

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის მრჩეველი ილია კივა ქვეყანაში სიკვდილით დასჯის აღდგენის ინიციატივით გამოდის. როგორც კივამ „ობოზრევატელისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, სიკვდილით დასჯა სახელმწიფო ღალატისთვის უნდა დაწესდეს.
„ჩვენ დღეს საომარ მდგომაროებაში ვიმყოფებით. ამიტომ ღალატისთვის სიკვდილით დასჯა უნდა იყოს. სხვა პოზიცია ჩვენს ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს“, – აცხადებს ილია კივა.

უკრაინამ სიკვდილით დასჯა 2000 წელს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლის მიხედვით გააუქმა. ეს დოკუმენტი მშვიდობიან პერიოდში სიკვდილით დასჯის გაუქმებას ითვალისწინებს.
ამასთანავე, კონვენციას მიერთებულ ქვეყნებს შეუძლიათ, ომის პერიოდში ჩადენილი დანაშაულისთვის სიკვდილით დასაჯონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები