აჭარაში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხუცუბანში, მდინარე აჭყვაში, ზაზა და ზვიად ბლადაძეები ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით თევზაობდნენ. სამართალდამრღვევებს ჩამოერთვათ ელექტროშოკური აპარატი, 4 ერთეული ჩოგანბადე და აკუმულატორი. დაილუქა 2,086 კგ. ტობის და 4, 654 კგ. ქაშაპის სახეობის თევზი.
ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები