დავით ნარმანია: თბილისში მრავალსართულიანი პარკინგები 10 ლოკაციაზე აშენდება

“დედაქალაქში მრავალსართულიანი პარკინგები 10 ლოკაციაზე აშენდება”, – აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ გააკეთა.
მისივე თქმით, მრავალსართულიანი პარკინგების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა უკვე დასრულდა და ინტერესთა გამოხატვა უახლოეს მომავალში გამოცხადდება.
”თბილისის მერიამ ჩაიბარა აღნიშნული დოკუმენტი და ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდება უახლოეს მომავალში. 10 ლოკაციაა შერჩეული, საკმაოდ დატვირთული ადგილები, სადაც დიდია მოთხოვნა პარკინგებზე. ასე რომ, ამ ადგილებში აშენდება მრავალსართულიანი პარკინგები”, – განაცხადა ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები