ახალი დიპლომატიური სკანდალი – მოლდაველი ჩინოვნიკები რუსეთში გამგზავრებაზე უარს ამბობენ

მოლდაველი ჩინოვნიკები მოსკოვში გამგზავრებაზე უარს აცხადებენ. კიშინიოველი მაღალჩინოსნები უკმაყოფილოები არიან იმით, რომ რუსეთის საზღვარზე მათ სპეცსამსახურების წარმომადგენლები აჩერებენ, დაკითხვას უწყობენ და ჩხრეკენ.
მოლდავეთის პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე რუსეთის ფედერაციის ელჩს უკვე შეხვდნენ და საპროტესტო ნოტა გადასცეს. მოლდავეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ელჩს აცნობეს, რომ მოლდავეთის პარლამენტის, მთავრობის, სპეცსამსახურების და მმართველი პარტიის წარმომადგენელთა მიმართ საზღვარზე ბევრი დარღვევა დაფიქსირდა.
ოფიციალურმა კიშინიოვმა მოსკოვს შესაბამისი ინფორმაცია ადრეც მიაწოდა, თუმცა ამას რეაგირება არ მოჰყოლია. უფრო მეტიც, მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა.
მოლდავეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ჩინოვნიკების მიმართ საზღვარზე ასეთ დამოკიდებულებას პოლიტიკური სარჩული უდევს. კიშინიოვი იმედოვნებს, რომ ეს პრობლემა მოკლე დროში გადაწყდება. მანამდე კი მაღალჩინოსნებს რუსეთში გამგზავრებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები