ბელგიაში ერთი თვის წინ მომხდარი სარკინიგზო კატასტროფა სიჩქარის გადაჭარბების გამო მოხდა

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბელგიაში ერთი თვის წინ მომხდარი სარკინიგზო კატასტროფა სიჩქარის გადაჭარბების გამო მოხდა. ამის შესახებ „როიტერი” იუწყება.
ავარია 18 თებერვალს მოხდა. მას 1 ადამიანი ემსხვერპლა და 27 დაშავდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ მემანქანემ სიჩქარეს დაახლოებით ორჯერ გადააჭარბა. ის 100 კმ/სთ-ის სიჩქარით გადაადგილდებოდა, მაშინ, როდესაც სიჩქარის ლიმიტი იმ მონაკვეთზე 40 კმ/სთ-ს შეადგენდა.
თავად მემანქანე აცხადებს, რომ მას ეგონა, რომ სიჩქარის ლიმიტი 90 კმ/სთ იყო და სიჩქარის ლიმიტის აღმნიშვნელი ნიშნის დანახვისას, მაშინვე დამუხრუჭება დაიწყო, მაგრამ უკვე გვიანი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები