პესკოვი რუსეთის წინააღმდეგ ფრთოსან რაკეტებთან დაკავშირებით გამოთქმულ ბრალდებებს უარყოფს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთს საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების შესახებ აშშ-თან გაფორმებული შეთანხმებები არ დაურღვევია.
ასე უპასუხა პესკოვმა პენტაგონის განცხადებას იმის შესახებ, რომ რუსეთმა ქვეყნის ევროპულ ნაწილში ფრთოსანი რაკეტები განათავსა.
“აშშ-ის გარშემო არც ერთი ქვეყანა არ მდებარეობს, რომელიც მისთვის მცირე სიშორის რაკეტების მეშვეობით საფრთხეს წარმოადგენენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შესაძლო საფრთხეების სრულიად განსხვავებულია არქიტექტურა გვაქვს, რუსეთი ადრე აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება. ჩვენ ამ მხრივ გამოთქმულ ნებისმიერ ბრალდებებს უარვყოფთ“ – განაცხადა პესკოვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ასევე უარყო ბრალდებები, რომ რუსეთი დასავლეთ რეგიონებში შეიარაღებულ ძალებს აძლიერებს. ლავროვმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ამ საკითხების განხილვა საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების ჭრილში და მისთვის „რუსეთი-ნატოს“ საბჭოს ფარგლებში უფრო აქტიური მუშაობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები