კონგოში  მასობრივი სამარხები აღმოაჩინეს

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ცენტრალურ ნაწილში სამი მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ზეიდ რაად ალ-ჰუსეინმა განაცხადა. მისი თქმით, გაერომ ამ ფაქტის სასწრაფო გამოძიება უნდა დაიწყოს და დაადგინოს, თუ რა ვითარებაში მოხდა ამ ადამიანების დაღუპვა.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც გასული წლის აგვისტოში კონგოს ხელისუფლებასა და ამბოხებულებს შორის კონფლიქტი კვლავ გამწვავდა, სულ მცირე 400 ადამიანი დაიღუპა და 200 ათასამდე იძულებული იყო საკუთარი საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები