ომსკში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მონუმენტთან ცეცხლი ჩაქრა

რუსეთის ქალაქ ომსკში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მონუმენტთან ცეცხლი ჩაქრა. ქალაქის მერიამ ამას „ტექნიკურ გაუმართაობას“ უწოდა და შესაბამის სამსახურს პრობლემის მოგვარება დაავალა.
ის ფაქტი, რომ ომში დაღუპულთა მონუმენტთან ცეცხლი ჩაქრა, ომსკის მოსახლეობამ აღმოაჩინა. როგორც ადგილობრივ მედიას ქალაქის სამეურნეო სამსახურში აცნობეს, ფინანსური პირობებში გამო, ცეცხლი წელიწადში 17 დღის განმავლობაში იქნება ანთებული, მათ შორის, 9 მაისს და 23 თებერვალს.
ამ ფაქტთან დაკავშირებით, განცხადება ომსკის ოლქის გუბერნატორმაც გააკეთა. ვიქტორ ნაზაროვი აცხადებს, რომ თუ ქალაქის მერია ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს, გუბერნია ცეცხლს „საკუთარ ბალანსზე გადაიყვანს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები