საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელებმა თანამშრომელ ქალბატონებს დედის დღე მიულოცეს (ვიდეო)

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, გოგა რაზმაძემ, საპატრულო პოლიციის თანამშრომელს, მრავალშვილიან დედას – ეკატერინე ეგაძეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, დედის დღე პირადად მიულოცა, თაიგული გადასცა და წარმატებები უსურვა.
შს მინისტრის გადაწყვეტილებით, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ქალები დედის დღესთან დაკავშირებით, სამსახურებრივ მოვალეობის შესრულებისგან გათავისუფლდნენ.
დედის დღე თავიანთ თანამშრომელ ქალბატონებს შსს-ს რეგიონული დანაყოფების ხელმძღვანელებმაც მიულოცეს  და მათ თაიგულები გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები