ირაკლი კობახიძე: ჩვენი ამოცანაა, პრეზიდენტი ჩამოვაყალიბოთ არა როგორც პოლიტიკური ფიგურა, არამედ როგორც ძლიერი არბიტრი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტის როლი საპარლამენტო სისტემაში არის არბიტრის როლი. ირაკლი კობახიძის განმარტებით, ამ სისტემის ფარგლებში, პრეზიდენტი არ შეიძლება გახდეს პოლიტიკური ფიგურა. როგორც ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე აღნიშნა, ზემოაღნიშნულ პრინციპზე არის აგებული დღევანდელი კონსტიტუციაც, თუმცა არის გარკვეული რეგულაციები, რომლებიც სხვანაირ პრაქტიკას განაპირობებს.
„ჩვენი ამოცანა არის, კონსტიტუციით უზრუნველვყოთ პრეზიდენტის, როგორც ძლიერი არბიტრის ჩამოყალიბება და პრეზიდენტი ჩამოვაყალიბოთ არა როგორც პოლიტიკური ფიგურა, არამედ საზოგადო ფიგურა, საზოგადო დატვირთვით, როგორც ეს არის საპარლამენტო ტიპის რესპუბლიკებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.