საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად დამოუკიდებლობის სასახლეში ოფიციალური სადილი გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბელორუსიაში ვიზიტის ფარგლებში, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან ერთად დამოუკიდებლობის სასახლის საპატიო სტუმართა ხეივანში ხის დარგვის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
მხარეებმა საჩუქრები გაცვალეს. საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს სახელით დამოუკიდებლობის სასახლეში ოფიციალური სადილი გაიმართა.
გიორგი მარგველაშვილმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ ხალხთა შორის მეგობრობის სადღეგრძელოები წარმოთქვეს.
საქართველოს პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსში მოწვევისა და გულთბილი მასპინძლობისათვის მადლობა კიდევ ერთხელგადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები