ეკო-კორიდორების ფონდის საკონსულტაციო რეგიონული ფორუმი (ECF) გაიმართა

ეკო-კორიდორების პროგრამის ფარგლებში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, ეკო-კორიდორების ფონდის საკონსულტაციო რეგიონული ფორუმი (ECF) გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა მიმართა. დაინტერესებულ მხარეებს პროექტის ფარგლებში მიმდინარე აქტივობებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია გააცნეს.
ეკო-კორიდორების პროგრამის მიზანია მთავრობასთან, ადგილობრივ მოსახლეობასა და თვითმმართველობებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მდგრადი მიწათ და ტყით სარგებლობის პრაქტიკის დანერგვა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ეკო-კორიდორების ფონდის ჩამოყალიბება.
პროგრამა ხორციელდება ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის პროგრამის ოფისის მიერ, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროსა (BMZ) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური დახმარებით.
შეხვედრას გერმანიის მთავრობის წარმომადგენლები , ასევე, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და თურქეთიდან დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები