საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ოთარ დანელია PABSEC-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომას დაესწრო

სტამბოლში, PABSEC-ის შტაბ-ბინაში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედმა კომიტეტმა მუშაობა დაასრულა. საქართველოდან სხდომას საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ოთარ დანელია ესწრებოდა.
დელაგაციის ხელმძღვანელის თქმით, კომიტეტის სხდომაზე PABSEC-ის რეგლამენტსა და აპარატის დებულებაში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.
„ალბანეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, სერბეთი, რუსეთი და უკრაინა, – ეს ის ქვეყნებია, რომლებმაც ცვლილებათა პაკეტი წარმოადგინეს. აღნიშნული ინიციატივების განხილვა 17-18 მაისს კიშინიოვში იურიდიული და პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე მოხდება. სხდომის პარალელურად, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის წევრების ინიციატივით, ტრანსპორტისა და ვაჭრობის განვითარების მიმართულებით ფორუმის ჩატარება დაიგეგმა“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
დელეგაციის წევრებმა, ქვეყნებს შორის 25-წლიანი თანამშრომლობის შესახებ წიგნის გამოცემაზე იმსჯელეს, რომელიც PABSEC-ის საიუბილეო თარიღს მიეძღვნება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები