იაპონიის მთავრობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის 4 სოფლის სასმელი წყლის და საირიგაციო სისტემების რეაბილიტაციის პროექტს დააფინანსებს

იაპონიის მთავრობის მიერ „გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების პროექტების“ ფარგლებში  გამოყოფილი თანხით ბოლნისის მუნიციპალიტეტის 4 სოფლის სასმელი წყლის და საირიგაციო სისტემების რეაბილიტაციის პროექტი დაფინანსდება.
საქართველოში  იაპონიის  ელჩის რეზიდენციაში, იაპონიის მთავრობის მიერ „გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების პროექტების“ ფარგლებში დაფინანსებული პროექტის საგრანტო  ხელშეკრულების  საზეიმო ხელმოწერის  ცერემონია  გაიმართა. ღონისძიებას  იაპონიისა და პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში, პროექტთან დაკავშირებული სამთავრობო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტი, რომელიც სოფელ ბოლნისის, ზემო ბოლნისის, ფოლადაურისა და სამწვერისის მოსახლეობის სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფას ითვალისწინებს, იაპონიის საელჩოს საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“-მ წარუდგინა და 82 300 აშშ დოლარის ღირებულების გრანტი მოიპოვა.
საგრანტო ხელშეკრულებას დღეს ხელი ტოშიო კაიტანიმ და არნოლდ სტეფანიანმა მოაწერეს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს სასმელი წყლის საწმენდი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და  ალტერნატიული საირიგაციო სისტემის მონტაჟს, რომელიც შემდგომში უზრუნველყოფს ადგილობრივ მოსახლეობას, სარწყავი წლის უწყვეტი მომარაგებით. დამონტაჟება 2 300 მეტრი სიგრძის ახალი მილები, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება 240 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მორწყვა, რაც სარგებელს მოუტანს აღნიშნულ სოფლებში მცხოვრებ რამდენიმე ათას ადამიანს.
გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების პროექტების“ (GGP) საგრანტო პროგრამა დახმარებას უწევს შედარებით მცირემასშტაბიან პროექტებს, რომლებიც ინიცირებულია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ და მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. პროგრამა ხორციელდება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საზოგადოებრივი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური დაცვა, გარემოს დაცვა, სიღარიბის დაძლევა და სხვა.
,,დღეს არის ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის მართლაც მნიშვნელოვანი დღე, ვინაიდან ოფიციალურად მოეწერა საგრანტო ხელშეკრულებას ხელი, რომელიც ჩვენი მუნიციპალიტეტის სოფლების ბოლნისის, ზემო ბოლნისის, სამწევრისისა და ფოლადაურისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას გულისხმობს. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იაპონიის მთავრობასა და მოძრაობას ,,მრავალეთნიკური საქართველო“ ამ გადაწყვეტილებისთვის. ეს გახლავთ ბოლნისისთვის პირველი თანამშრომლობა იაპონურ მხარესთან და ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენი ურთიერთობების გადაკვეთა მოხდა ამ პროექტით. მჯერა, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდება, რაშიც მუნიციპალიტეტიც მიიღებს ფინანსურ წილობრივ მონაწილეობას. იმედი მაქვს, ჩვენი ურთიერთობები სამომავლოდაც გაგრძელდება”,-განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები