ქვემო ქართლში პროგრამა „აქტიური საათი“ განხორციელდება

,,აქტიური საათი”, – ასე ჰქვია მოსწავლეთა გაჯანსაღების პროგრამას, რომელიც საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდება.
პროექტის პირველი პრეზენტაცია უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და პროფესორებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში გამართეს. როგორც შეხვედრისას გახდა ცნობილი, საპილოტე რეგიონად ქვემო ქართლი შეირჩა და პროექტის ფარგლებში, შვიდივე მუნიციპალიტეტის სკოლების ფიზიკური აღზრდის პედაგოგების გადამზადება მოხდება.
აღნიშნულ პროექტში 7 სპორტული ფედერაცია ჩაერთო, რომლებმაც საკუთარი ხედვები წარმოადგინეს. პროექტის ,,აქტიური საათი” ძირითადი მიზანი ახალგაზრდა თაობის აქტიურ ცხოვრებაში ჩაბმა და გაჯანსაღებაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები