არჩილ გამზარდია: პატრიარქის მდივნის თანამდებობა დატოვო იმპულსურად, პატრიარქთან შეუთანხმებლად, ეს უპასუხისმგებლობაა

“პატრიარქის მდივნის თანამდებობა დატოვო იმპულსურად, პროტესტის ნიშნად, რომელიმე პირის გამონათქვამის გამო, პატრიარქთან შეუთანხმებლად – ეს უპასუხისმგებლობაა”, – ასე ეხმაურება საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია მამა მიქაელ ბოტკოველის გადაწყვეტილებას.
გამზარდია იმედოვნებს, რომ მიქაელ ბოტკოველი დაუბრუნდება თავის სამუშაო ვალდებულებებს.
„პატრიარქის მდივნის თანამდებობა დატოვო იმპულსურად, პროტესტის ნიშნად, რომელიმე პირის გამონათქვამის გამო, პატრიარქთან შეუთანხმებლად – ეს უპასუხისმგებლობაა. იმედი მაქვს, ეყოფა კეთილგონიერება მიქაელ ბოტკოველს, დაუბრუნდება თავის სამუშაო ვალდებულებებს და ასე, გარე შემფასებლების გამო, გადაწყვეტილებებს იმპულსურად არ მიიღებს, მას აქვს ვალდებულება, რომელიც დამსაქმებლისგან მიიღო და უნდა განახორციელოს“, – წერს გამზარდია.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პრესმდივანმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია „კვირას“ თავად მამა მიქაელ ბოტკოველმა დაუდასტურა.
„ერთი საათის წინ მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობიდან წასვლის შესახებ. ჩემი გადაწყვეტილება უკავშირდება ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს. დეტალებზე მოგვიანებით ვისაუბრებ.
სოსო ოხანაშვილი თავხედია, როდესაც მე სიცრუეში მადანაშაულებს და ამბობს, რომ საპატრიარქოში იმყოფებოდა. მე არ მითქვამს, რომ ის გაათავისუფლეს სამსახურიდან, მე ვთქვი, რომ ის არ მინახავს საპატრიარქოში“, – განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები