ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მერაბ ჭანუყვაძემ სოფელ სილაურში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. რკინა-ბეტონის 140-მეტრიანი საგზაო მონაკვეთი ძეგორის უბანში მოეწყო. სამუშაოების ღირებულება 18 223 ლარს შეადგენს. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
„უახლოეს დღეებში, სოფელ სილაურის მე-5 ბრიგადაში კიდევ ერთი 200-მეტრიანი რთული საგზაო მონაკვეთი მოწესრიგდება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გააჩნია შესაბამისი ასიგნება იმისთვის, რომ გაუვალი ადგილების რეაბილიტაცია განახორციელოს,“ – აღნიშნა გამგებელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები