მამა პეტრე ხელისუფლებასთან ერთობლივი პრესკონფერენციის ჩატარების ინიციატივით გამოდის

ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ცაავა ხელისუფლების და საპატრიარქოს წარმომადგენლების ერთობლივი პრესკონფერენციის ჩატარების ინიციატივით გამოდის. როგორც მეუფე პეტრემ მე-9 საპყრობილეში ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, თუ მამა გიორგის საქმე სახელმწიფოებრივად არ გადაწყდება, ცხრაწლიანი მმართველობის დროს დაშვებულ შეცდომებს შეიძლება აღემატებოდეს.
მიტროპოლიტს მიაჩნია, რომ დეკანოზმა გიორგი მამალაძემ საქართველოს პატრიარქის ჩამოსვლისთანავე უნდა დატოვოს საპყრობილე.
„მიმაჩნია, რომ მამა გიორგი ძალიან მალე უნდა გამოვიდეს საპყრობილედან, პატრიარქის ჩამობრძანებისთანავე. ხელისუფლებასთან ერთად უნდა დავსხდეთ და მოვიფიქროთ, თუ როგორ შეიძლება ერთობლივად გავაკეთოთ განცხადება. საერთო პრესკონფერენციის გამართვა მოგვიწევს. თუ ეს, მამა გიორგის საქმე, გონივრულად, სახელმწიფოებრივად არ გადაწყდება დამერწმუნეთ, გირგვლიანის და ყველა სხვა, ცხრაწლიანი უსინდისო მმართველობის დროს დაშვებულ შეცდომებს შეიძლება აღემატებოდეს,“ – განაცხადა დეკანოზმა პეტრე ცაავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები