თემურ ჭკუასელი: როცა ვკითხულობდი რომის პაპების ისტორიებს, ვერ ვიფიქრებდი, რომ მსგავსი აქაც მოხდებოდა

“ისეთი საქმეები, რაც საპატრიარქოს ეხება, მარტივი გამოსაძიებელი არ არის”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარალამენტო უმრავლესობის წევრმა, თემურ ჭკუასელმა განაცხადა. უმრავლესობის წევრი თვლის, რომ საქმის რეზონანსულობიდან გამომდინარე, ძიების დასრულებამდე, მძაფრი კომენტარების გაკეთებისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს.
„როცა ვკითხულობდი რომის პაპების ისტორიებს, ვერ ვიფიქრებდი, რომ მსგავსი აქაც მოხდებოდა. ალბათ არ არის ჯერ წინასწარ საჭირო საუბარი, გამოძიება რა სტადიამდეა მისული. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ უდანაშაულო ადამიანი არ დაისჯება, ეს პერიოდი დამთავრდა საქართველოში. დაცვის მხარე საკმაოდ პრინციპულია და არც არის მოსალოდნელი, რომ ვინმეს რამე დაუთმოს. ეჭვმიტანილი, ამჟამად, მე ვიცი, რომ საიმედო ხელშია“, – განაცხადა თემურ ჭკუასელმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მანვე აღნიშნა, რომ სასულიერო პირები ურთიერთგამომრიცხავ ვერსიებს ავრცელებენ, რაც საზოგადოებას უფრო მეტად აბნევს.
„მე სასულიერო პირებსაც კი მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ ზედმეტი განცხადებების გაკეთებისგან, რადგან ეს საზოგადოებას აბნევს. თუ ეს მცდელობა იყო და აღიკვეთა, ეს არის საკმაოდ კვალიფიციური მუშაობის შედეგი ძალოვანი უწყებების მხრიდან და ეს წარმატებად უნდა ჩავთვალოთ. ეს არის მძიმე ეკლესიისთვის, რაც მოხდა“, – განაცხადა თემურ ჭკუასელმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები