“საზოგადოება 20/30“ განცხადებას ავრცელებს

„საზოგადოება 20/30“ განაგრძობს არსებობას და უახლოეს მომავალში, დაისახება კონკრეტული გეგმა გაერთიანების განვითარების შესახებ”, – ამის შესახებ ნათქვამია „საზოგადოება 20/30“-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„საზოგადოება 20/30“ განცხადებაში საქმიანობის შესახებ განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია “GDS”-ის ეთერში შეჩერდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა „2030“, გაჩნდა კითხვები.
„გვსურს განვმარტოთ, რომ „საზოგადოება 20/30“ წარმოადგენს საზოგადოებრივ პლატფორმას, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებსა და ახალგაზრდებს. გაერთიანება ინარჩუნებს საინიციატივო ჯგუფის სახეს, რომლის მიზანია, საზოგადოებისა და სახელმწიფოს განვითარების ხელშეწყობა და ამ პროცესში აქტიურ ჩართულობა. „საზოგადოება 20/30“-ს არ აქვს კავშირი შპს „საინფორმაციო სააგენტო 2030“-თან , რომელიც წარმოადგენს მედიასაშუალებას და არის ცალკე, ჩვენგან დამოუკიდებლად დარეგისტრირებული იურიდიული პირი. აღნიშნული შეიძლება ითქვას, გადაცემა „2030“-ზე, რომელიც ტელეკომპანია “GDS”-ის პროექტია. მედიასაშუალება და მისი სარედაქციო პოლიტიკა იყო აბსოლუტურად დამოუკიდებელი. ანუ საუბარია ორ, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ სუბიექტზე. „საზოგადოება 20/30“ განაგრძობს არსებობასა და საქმიანობას ზემოთ აღნიშნული ფორმით. უახლოეს მომავალში, დაისახება კონკრეტული გეგმა გაერთიანების განვითარების შესახებ. ასევე, იგეგმება ფართომასშტაბიანი დისკუსიების დაწყება, რომელსაც ახალგაზრდები წარმართავენ, რაც მის საქმიანობას მეტად გამჭვირვალეს გახდის. შესაბამისად, კატეგორიულად უარვყოფთ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან კავშირს. „საზოგადოება 20/30“-ს არ აქვს არანაირი შესაძლებლობა და უფლება, მიიღოს გადაწყვეტილება მისი კომპეტენციის გარეთ მყოფი სუბიექტების შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები