2017 წლის “ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში” საქართველოს პოზიციები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა

Heritage Foundation-ის 2017 წლის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში“ საქართველო მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის მე-13 პოზიციას იკავებს. მანამდე საქართველო 23-ე პოზიციაზე იყო.
ეკონომიკური თავისუფლების მხრივ, საქართველო, მეტწილად, თავისუფალ ქვეყნებს შორის დასახელდა. როგორც ინდექსშია აღნიშნული, ფინანსური დისციპლინისკენ გადადმული ნაბიჯებით, საქართველოს ხელისუფლებამ შეინარჩუნა მძლავრი იმპულსი, ეკონომიკური აქტივობის ლიბერალიზაციის კუთხით.
„ღია ბაზრის პოლიტიკამ, რომელიც მხარდაჭერილია კონკურენტული დაბალი გადასახადებით და ეფექტურმა რეგულაციებმა ქვეყანაში ვაჭრობა და ინვესტიციები გაზარდა“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები