ჯემალ გამახარიასა და ლია ახალაძის წიგნის “აფხაზეთი/საქართველო ისტორიის კულტურისა და პოლიტიკის საკითხები” პრეზენტაცია გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში პროფესორ ჯემალ გამახარიასა და პროფესორ ლია ახალაძის თურქულენოვანი წიგნის “აფხაზეთი/საქართველო ისტორიის კულტურისა და პოლიტიკის საკითხები” პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრმა თემურ მჟავიამ გახსნა. წიგნის შინაარსსა და ფორმატზე პროფესორმა ჯემალ გამახარიამ ისაუბრა. წიგნის თარგმანს ძალიან მაღალი შეფასება მისცა არდაგანის უნივერსიტეტის პროფესორმა ერდოღან ალტინ კაინაქმა (თარგმნიდა როინ წიგნის მთარგმნელი როინ ყავრელაშვილი)მან ისაუბრა ამ წიგნის აუცილებლობაზე თურქულენოვანი აუდიტორიისათვის. ხაზი გაუსვა წიგნის მნიშვნელობას და როლს16790868_1634013203281330_825495876_n როგორც აფხაზური და ქართული დიასპორებისათვის,ასევე მთელი თურქულენოვანი აუდიტორიისათვის. წიგნის მნიშვნელობაზე ასევე საქართველოს წამყვანმა თურქოლოგებმა, პროფესორებმა ცისანა აბულაძემ ,მარიკა ჯიქიამ,გიორგი ანთელავამ,წათე ბაწაშმა ,აკადემიკოსმა აპოლონ სილაგაძემ ,პროფესორებმა თეიმურაზ გვანცელაძემ, ზურაბ პაპასკირმა, როზეტა გუჯეჯიანმა, სტამბოლში ქართული ხელოვნების სახლს დამფუძნებელმა გიორგი ირემაძემ. მინისტრის მოადგილე პეტრე კანკავამ ისაუბრეს. გამომსვლელებს შორის იყვნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია. შეხვედრას ესწრებოდა ქართული სამეცნიერო ელიტის,დიპლომატიური კორპუსის ,ასევე ქართული და აზერბაიჯანული მედიის წარმომადგენლობა, რომელიც 2 საათის განმავლობაში დისკუსიის ფორმატში მიმდინარეობდა. ხაზი გაესვა თუ რამდენად მნიშვნელოვანია საპასუხისმგებლო და დროული საქართველოს ისტორიის ,ამ შემთხვევაში აფხაზეთის ფრაგმენტის ქართულიდან თურქულ ენაზე თარგმნა.
გაჟღერდა, რომ ორ კვირაში სტამბოლში იგეგმება წიგნის წარდგინება და გიორგი ირემაძე დამსწრე საზოგადოება პრეზენტაციაზე მიიწვია.
16808572_1634013199947997_869477813_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები