პრემიერი ბერლინის კლინიკაში ხვალ პატრიარქს მოინახულებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბერლინის კლინიკაში ხვალ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს მოინახულებს.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერი გერმანიაში, მიუნხენის უსაფრთხოების 53-ე კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრება, თუმცა, დაგეგმილზე ადრე, ბერლინში, პატრიარქთან შესახვედრად ჩავა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს ნაღვლის ბუშტზე ოპერაცია ლაპარასკოპიული მეთოდით ორი დღის წინ ჩაუტარდა. ოპერაციის შემდეგ, იგი თავს კარგად გრძნობს და ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან პალატაში გუშინ გადაიყვანეს. ექიმები იმედოვნებენ, რომ პატრიარქი კლინიკას რამდენიმე დღეში დატოვებს, სამშობლოში კი კვირის ბოლომდე დაბრუნდება. უწმინდესს კვლავ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური იცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები