თბილისში სასწრაფოს მანქანა და ტაქსი ერთმანეთს შეეჯახნენ – დაშავებული გოგონა საავადმყოფოშია

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა,  ერთმანეთს სასწრაფო – სამედიცინო დახმარების მანქანა და მსუბუქი ავტომანქანა, ტაქსი შეეჯახნენ. მომხდარის შედეგად, ტაქსის მგზავრი, ახალგაზრდა გოგონა დაშავდა.
დაზარალებული რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.
შემთხვევა, რამდენიმე წუთის წინ, ნუცუბიძის პლატოზე მოხდა. „კვირა“ შს სამინისტროს კომენტარს მომხდართან დაკავშირებით მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
16699938_1628066843875966_611524888_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები