გუგული მაღრაძე: ​იმ ადამიანებს, რომლებიც შემცირდნენ თავდაცვის უწყებაში, უნდა მივეხმაროთ რაღაც საქმის დაწყებაშიც

 იმ ადამიანებს, რომლებიც შემცირდნენ თავდაცვის უწყებაში, მარტო კომპენსაცია კი არ უნდა გადაეცეთ, არამედ უნდა მივეხმაროთ რაღაც საქმის დაწყებაშიც, თავდაცვის სამინისტრომ უნდა გამოაქვეყნოს, ალბათ, თავისი სტრატეგია, რის შემდეგაც, პასუხი გაეცემა მოსახლეობაში არსებულ კითხვებს, -ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გუგული მაღრაძემ განაცხადა.
მაღრაძეს მიაჩნია, რომ საკითხი ძირითადად, უწყების გადასაწყვეტია, თუმცა მისი თქმით, გათავისუფლებულ ადამიანებს უნდა გაეწიოთ შესაბამისი დახმარება.
„იმ ადამიანებს, რომლებიც შემცირდნენ თავდაცვის უწყებაში, მარტო კომპენსაცია კი არ უნდა გადაეცეთ, არამედ უნდა მივეხმაროთ რაღაც საქმის დაწყებაშიც, რაღაც გამოსავალი უნდა გამოვნახოთ. თავდაცვის სამინისტრო არის სპეციფიკური უწყება, მათ, შესაძლოა, არ სჭირდებოდეთ ამდენი ცოცხალი ძალა და თანხა გამოეყოთ სხვა საჭირო დანიშნულებისთვის. სამინისტრომ უნდა გამოაქვეყნოს სტრატეგია, რის შემდეგაც პასუხი გაეცემა მოსახლეობაში არსებულ კითხვებს“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები